ლოგოს მოცემული კონცეფცია აგებულია ტვინის ორი ნახევარსფეროს თემაზე. სკოლა „კომაროვი“ თავისი თანამედროვე, დასავლური მიდგომითა და სწავლების სტილით ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარს ავითარებს. იგი აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას, მიიღონ ისეთი განათლება და აზროვნების უნარი, რაც ნებისმიერი პროფესსის არჩევის შემთხვევაში დაეხმარება მათ ჰქონდეთ ნათელი გონება-შესაბამისად ნათელი და წარმატებული მომავალი.


ლოგოში ტვინის ორი ნახევარსფერო სტილიზებული სახითაა გამოტანილი, სადაც იკვეთება სკოლის სახელის პირველი ასო-ლათინური K.


ლოგო მიეკუთვნება კომბინირებული ტიპის ლოგოს, რომელიც შრიფტისა და სიმბოლოსაგან შედგება.


ზოგადად მრგვალი ფორმა დიზაინში უსასრულობის, სრულყოფილების, დინამიკისა და

უსაფრთხოების გამომხატველია,რაც ჩვენს შემთხვევაშიც მნიშვნელოვან ასპექტებს უსვავს ხაზს.


ლოგოში არსებული ფერები გარკვეული აღქმისა და ემოციების მატარებელია: იასამნისფერი-არის კრეატიულობის, მომავლის და ინოვაციურობის გამომხატველი ფერი, ხოლო ცისფერი ფერი-ნდობას და სიმტკიცეს ასახავს.


მთლიანობაში ლოგო არის მარტივი, თანამედროვე, შეკრული გრაფიკული ნიშანი.

ზემოთ