კომაროვის ფიზიკის წრე ელის მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ გამოწვევები, საინტერესო აღმოჩენები და ფიზიკის თავგადასავლებით სავსე სამყარო. ფიზიკის წრის მოსწავლეები გამოირჩევიან ცოდნით, უნარ-ჩვებითა და კრეატიული აზროვნებით, ამიტომაც ისინი წარმატებულად ასპარეზობენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე და აღწევენ ღირსეულ გამარჯვებებს.

 

ასეთ მოსწავლეებს კი წრის გამორჩეული ხელმძღვანელები; ნიკოლოზ ჩხაიძე, თეიმურაზ კალატოზი, გიორგი ძაძამია, გიორგი გოგაბერიშვილი, დავით მდინარაძე, ჯონი თოიძე, ლუკა კოპაძე, ლუკა კირთაძე, ეხმარებიან საკუთარი უნარებისა და ცოდნის მობილიზებაში და  ახალი მეთოდების ცდისკენ უბიძგებენ.

 

კომაროვის წრის ხელმძღვანელების უმრავლესობა უახლოეს წარსულში ეროვნული ნაკრების წევრი იყო და/ან მსოფლიო ოლიმპიადის პრიზიორია, ხოლო ნიკოლოზ ჩხაიძე  ფიზიკის ეროვნული ნაკრების მწვრნელია.

 

 

ფიზიკის წრე  კლასების მიხედვით იყოფა  5 კატეგორიად :

 

·         მე-7 კლასი (მეორე სემსტრიდან);

·          მე-8 კლასი;

·         მე-9 კლასი;

·         მე-10 კლასი;

·         სანაკრებო.

 

ამჟამად, სამზადისიაა ზამთრის სკოლებს შორის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებული წარდგენისთვის.


ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადების კომაროველების შედეგები

ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა


ზემოთ