2024 წლის 20 და 21 მაისს, კომაროვის სკოლის 7ედა 7ზ კლასებში ზრუნვის მენეჯერის მაია გესლაიძის მიერ დაიგეგმა და ჩატარდა ღია გაკვეთილი ფინედუს Finedu (www.finedu.gov.ge) - კონკურსის ფარგლებში "ასწავლე ფინანსები ლიტერატურით" განხილულ იქნა ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონიდან", ანა ფრანკის დღიურებიდან“ და ზაირა არსენიშვილის „ვა... სოფელოდან“. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბიუჯეტის მთავარ კრიტერიუმებზე, სახელმწიფოს, კომპანიის, პირადი ბიუჯეტის აუცილებლობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვა, შემოსავლისა და ხარჯის რეგულირება, ბალანსის დაცვა, დანაზოგის აუცილებლობა. გამხილულ იქნა საბაზრო ეკონომიკის საკითხები, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, ფასის რეგულირება, დეფიციტი და პროფიციტი. იმსჯელეს, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები ბაზარზე, რა უწყობს და რა უშლის ხელს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რამდენად აუცილებელია თავისუფალი კონკურენცია ბაზრის რეგულირებისთვის.
თამარ ქავთარაძის პედაგოგიური კვლევა გეოგრაფიაში - გეოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები (ანუ როგორ გავხადოთ გეოგრაფიის გაკვეთილი სახალისო).
ისტორიის მასწავლებელის, დიანა არჯევანიძის პედაგოგიური კვლევის ანგარიში. საკვლევი თემა: ,,ისტორიის გაკვეთილზე წამოჭრილი პრობლემები და მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრების ხერხების ძიება’’. იხილეთ, დიანა არჯევანიძის ბლოგი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა თურქაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია. ასევე, იხილეთ: ,,სტილისტიკის სწავლების საკითხები’’. და ბლოგი.
ქიმიის მასწავლებლის, ნინო ფარცვანიას პედაგოგიური კვლევის ანგარიში და საკვლევი თემა "მოსწავლეთა აქტივობის (ჩართულობის) გაუმჯობესების გზების ძიება ქიმიის გაკვეთილზე".
რუსული ენის მასწავლებლის, ნინო ნავერიანის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია.
ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებლების: ლელა ბუბაშვილის და ნატო შათირიშვილის კვლევა თემაზე: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ბიოლოგიისა და ქიმიის სწავლების საკითხები (სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)“. კვლევის ანგარიში, იხილეთ ლელა ბუბაშვილისა და ნატო შათირიშვილის ბლოგებზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ნაყოფიას ბლოგი და საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში თემაზე ,,პატრიოტულ მოტივზე შექმნილი პოეზიის ნიმუშების სწავლების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.
რუსული ენის მასწავლებლის, იულია ტერ-მიქაელიანის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია.
ინგლისური ენის პედაგოგის, თამარ ბენდიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საკითხზე „ზეპირმეტყველების პრობლემები ინგლისურ ენაში (როგორც უცხოური ენა) და მათი გადაჭრის გზების ძიება“.
ინგლისური ენის პედაგოგის, მაია ალავერდაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში თემაზე: „საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ინგლისური ენის მოსმენის უნარების გაუმჯობესების გზების ძიება“.
მათემატიკის უფროსი მასწავლებლის ნადეჟდა ჯაფარიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში თემაზე: "მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი დაძლევის გზები".
მათემატიკის წამყვანი მასწავლებლების ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ელიზა ფულაძის მიერ წარმოებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა თემაზე: „მშობელთა აქტიური ჩართულობის დადებითი ზეგავლენა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაზე“.
მათემატიკის წამყვანი მასწავლებლების ნონა ოზბეთელაშვილის მიერ შესრულებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა თემაზე: „მშობელთა აქტიური ჩართულობის დადებითი ზეგავლენა მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში“ და მეთოდური სახლმძღვანელო "მათემატიკური ინდუქცია".
ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის თამარ კირვალიძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია თემაზე: "ესეს წერისას გამოვლენილი პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზები".