მათ ვისაც უყვარს ინტელექტუალური გამოწვევები, ახალი აღმოჩენები და სურთ შეისწავლონ მათემატიკისა და ფიზიკის გაღრმავებული პროგრამა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას-”საღამოს სკოლას”. 


კომაროვის სკოლის “საღამოს სკოლა” ელის ნებისმიერი სკოლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელებიც გამოირჩევიან მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნით და უნარებით, სურთ შეისწავლონ გაძლიერებული პროგრამა და დაძლიონ ახალ-ახალი გამოწვევები კომაროვის სკოლის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად.  


დაინტერესებულ მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სასურველი მიმართულება მათემატიკა ან ფიზიკა, ან დაესწროს ორივე ჯგუფს. 


სწავლის პროცესი წარიმართება კომაროვის სკოლაში წლების მანძილზე დანერგილი და ადაპტირებული ტექნოლოგიებისა და ლიტერატურის გამოყენებით. სასწავლო ჯგუფებში ირიცხება არაუმეტეს 17 მოსწავლისა. მოსწავლეებს დახვდებათ მათემატიკური გარემო და საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული აკადემიური გუნდი, რომელიც მზადაა მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროს და იმოგზაუროს მათთან ერთად მათემატიკისა და ფიზიკის საოცარ სამყაროში. 


“საღამო სკოლაში” სწავლის პროცესისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ, როგორც დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, ასევე გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. გაუღრმავდებათ რაოდენობრივი, ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარი. ასევე, მათ შეექმნებათ მომდევნო კლასში მათემატიკის და ფიზიკის გაღრმავებული სწავლებისათვის საჭირო ბაზა. 

 

სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება სკოლის მიერ ორგანიზებული შემაჯამებელი წერები. წლის განმავლობაში ერთხელ ჩატარდება საღამოს სკოლის გუნდური ჩემპიონატი “კომაროვის მათემატიკის ფესტივალის” ფორმატით, რომლის გამარჯვებული გუნდებიც დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებითა და დიპლომებით. 



"საღამოს სკოლაში" მოსწავლეები ჩაირიცხებიან ტესტირებით  ან გასაუბრებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:

  • მე-7 კლასში მისაღებ   წერაზე (2022-2023 სასწავლო წლის მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2022 წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 28 ქულა ან მეტი. 

  • მე-8 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან  2022 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა 34 ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

  • მე-9 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც  2021-22 სასწავლო წელსსწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2022 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა  34  ქულა  ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.

  • მე-11 კლასელებისთვის პრე-აბიტურის პროგრამაზე გასაუბრების გარეშე მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ან კომაროვის სკოლაში, ან „საღამოს სკოლაში“. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება გასაუბრება.

 

საღამოს სკოლის სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.




ზემოთ