კომაროვში ფუნქციონირებას იწყებს ჭადრაკის კლუბი, რომელიც განკუთვნილია კომაროვის სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეებისათვის.
კლუბის მიზნებია:
ჭადრაკის პოპულარიზაცია კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის. ჭადრაკის, როგორც სპორტის, განვითარებაში წვლილის შეტანა. მოსწავლეების სპორტული შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა.
კლუბის ფუნქციებია:
- სპორტული შეჯიბრებებისა და მატჩების ორგანიზება;
- ჭადრაკის მიმართულებით ბავშვების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის;
- მოსწავლეებში ჭადრაკის პოპულარიზაცია;
- სკოლის სპორტული ინვენტარის განკარგვა კლუბის მიზნებიდან გამომდინარე (სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);
- სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.
კლუბის ლიდერები: ლუკა ძიძავა და სანდრო კაპატაძე
კლუბის წევრობა:
- კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან;
- კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით;
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.
კლუბის წევრი:
1.მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში, მის სპორტულ პროგრამასა და ღონისძიებებში;
2.მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
3.მონაწილეობას იღებს კლუბის აკადემიური მიმართულების შემუშავებასა და განხორციელებაში;
4.წარმოადგენს კლუბს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
5.საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.
- კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად და წარმატებულად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.
- კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.
- კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.
- ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.
განრიგი: კლუბი ჩატარდება შაბათ- კვირას 21:00 საათზე (წევრებთან დროის შეთანხმებისა და დაზუსტების შემდეგ)