დაიბადა 1980 წლის 11 ივლისს. 1997 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თ.გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (კომაროვი).
სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა დოქტორანტურა და 2008 წელს მიენიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2004 წლიდან მუშაობს ,,კომაროვის’’ სკოლის მათემატიკის პედაგოგად. 2005 წლიდან მუშაობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის საგნის ლექტორად მიწვეული სპეციალისტის რანგში.2007 წლიდან იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა ჯგუფის წევრი.
2012-2024 წლებში იკავებდა ,,კომაროვის’’ სკოლის დირექტორის მოადგილის პოზიციას. 2021 წლიდან მუშაობს თავისუფალ უნივერისტეტში ალბათობისა და მათემატიკური სტატისტიკის მიწველ ლექტორად.2025 წლიდან იკავებს ,,კომაროვის'' სკოლის დირექტორის პოზიციას.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
დაიბადა 1992 წლის 12 ივლისს. 2010 წელს დაამთავრა სსიპ ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ფიზიკის მიმართულებით.
2020 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა რადიაციული უსაფრთხოებისა და ბირთვული სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით.
2014 წლიდან მუშაობს სსიპ ვლადიმის კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ფიზიკის პედაგოგად. 2018 – 2020 წლებში იყო ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი და შემდეგ თავმჯდომარე.
2023-2025 წლებში მისი მონაწილეობით შეიქმნა და შემდგომ ხელმძღვანელობდა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს „STEM სკოლას“ და „STEM ოლიმპიადას“.
2022 წლიდან 2025 წლის ჩათვლით იყო კომაროვის სკოლის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი და ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი.
გიორგი არის ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი (გამომცემლობა „საქართველოს მაცნე 2019-2022 წ);
2021-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტში, ფიზიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტის პოზიციაზე;
2022-2024 წლებში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცენტრში ფიზიკის რეცენზენტის (სახელმძღვანელოების გრიფირება) პოზიციაზე;
2022-2025 წლებში იყო ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ტრენერი და კურსის „მეცნიერება და ტექნოლოგიების“ თანაავტორი, მათ შორის პროექტული დავალებების კრებულის თანაავტორი;
2021-2022 და 2024-2025 წლებში იყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფიზიკის საგნობრივი ექსპერტი;
2024 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი;
2025 წლიდან არის სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე STEM საგნების სწავლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
დაიბადა 1966 წლის 6 მაისს. 1983 წელს დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
1997 წელს მიღებული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 2007-2011 წლებში იყო ჩატარებული გაკვეთილის ავტორი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გადაღებულ ფილმში "მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება".
1987-დან 1990 წლამდე იყო ვლადიმირ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1998-დან 2011 წლამდე იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადის ჟიურის წევრი და საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი მათემატიკაში.
2005-დან 2008 წლამდე იყო რესპუბლიკური ოლიმპიადის რეგიონალური ტურის კოორდინატორი აჭარაში. 1999 წლიდან დღემდე არის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. ასევე, 2005 წლიდან დღემდე არის ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორების მათემატიკის კომისიის უცვლელი წევრი.