STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
პირველად საქართველოში საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მე-7, მე-8, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ 1 წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ STEM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.
- STEM სკოლაში სწავლის მსურველი მოსწავლე არ უნდა ირიცხებოდეს კომაროვის სკოლაში.
სასწავლო პროგრამა შედგება სამი მოდულისგან, თითოეული მოდულის ხანგრძლივობა შეადგენს 16 სასწავლო დღეს, ხოლო სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით.
STEM სკოლაში მოსახვედრად ჩატარდება შესარჩევი ტესტირება, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება.
ტესტირების შედეგების საფუძველზე, საქართველოს ბანკი განახორციელებს სწავლის დაფინანსებას შემდეგი პრინციპით:
- 30 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მიიღებს დაფინანსებას,— საქართველოს ბანკი დაფარავს პირველი და მეორე მოდულის სრულ საფასურს(თითოეულ მოდულზე 400 ლარს, სულ ჯამში 800 ლარს).
- დამატებით, მომდევნო საუკეთესო შედეგების მქონე 15 მოსწავლე, ისარგებლებს 50%-იანი დაფინანსებით, რაც გულისხმობს, რომ პირველი და მეორე მოდულის ღირებულების ნახევარს (200 ლარს თითოეულ მოდულზე, ჯამში 400 ლარს) დაფარავს საქართველოს ბანკი.
- მესამე მოდულის სწავლების ღირებულება ასევე შეადგენს 400 ლარს, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 16 სასწავლო დღეს. მეცადინეობები ჩატარდება იმავე რეჟიმში და დღეებში, როგორც ტარდება პირველი და მეორე მოდული.
- იქიდან გამომდინარე, რომ მესამე მოდული მთლიანად ორგანიზებულია კომაროვის სკოლის მიერ, საქართველოს ბანკის სტიპენდია მესამე მოდულზე არ ვრცელდება!
თუ მოსწავლემ მხოლოდ პირველი მოდული გაიარა და აღარ გააგრძელა სწავლა მეორე მოდულზე, გადაეცემა ( ფოსტით გაეგზავნება) პირველი მოდულის დასრულების შესაბამისი ელექტრონული სერყიფიკატი.
მეორე მოდულის დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა STEM სკოლის კურსის დასრულების სერტიფიკატი.
მესამე, გაძლიერებული მოდულის დასრულების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა მესამე მოდულის დასრულების შესაბამისი სერთიფიკატი.
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სრულად დისტანციურად, შაბათს ან კვირას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ და იღრმავებენ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), ტექნოლოგიები (კომპიუტერული პროგრამირება), ინჟინერია (ელექტროინჟინერია, მიკროელექტრონიკა) და მათემატიკა (ლოგიკური აზროვნება, ალგორითმების შექმნა). შეისწავლიან ონლაინ პლათფორმა Tinkercad - ის გამოყენებას, Arduino-ს მიკროკონტროლერის დაპროგრამებასა და სენსორების მართვას.
მოსწავლეები სასწავლო კურსის განმავლობაში ქმნიან არაერთ საგანმანათლებლო თუ ინოვაციურ ქმნიან STEM პროექტებს.
· თუ მოსწავლემ მხოლოდ პირველი მოდული გაიარა და აღარ გააგრძელა სწავლა მეორე მოდულზე, გადაეცემა ( ფოსტით გაეგზავნება) პირველი მოდულის დასრულების შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი.
· მეორე მოდულის დასრულების შემთხვევაში მოსწავლეს გადაეცემა STEM სკოლის კურსის დასრულების სერტიფიკატი.
· მესამე, გაძლიერებული მოდულის დასრულების შემდეგ მოსწავლეს გადაეცემა მესამე მოდულის დასრულების შესაბამისი სერთიფიკატი.
პროექტში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: stem.school.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: stem@komarovi.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 33 21 03
(სამუშაო საათები 11:00 – 17:00, შაბათ კვირის გარდა).