კომაროვის მათემატიკის წრე წლებია ზრდის წარმატებულ ოლიმპიელებსა და გამორჩეული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდებს. წრის მოსწავლეები პროფესიონალი პედაგოგებთან მუშაობის პროცესში აღმოაჩენენ მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროს, თავად შეძლებენ უნიკალური და კრეატიული ამოხსნების მოძებნას არასტანდარტული ამოცანებისა და ინტელექტუალური თავსატეხებისთვის.
მათემატიკის წრის ხელმძღვანელები უახლოეს წარსულში წარმატებული ოლიმპიელები არიან, მათი უმეტესი ნაწილი ეროვნული ნაკრების წევრი და მსოფლიო ოლიმპიადის პრიზიორია, შესაბამისად გარდა ცოდნისა, ისინი მოსწავლეებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოწვევების შესახებ.
მათემატიკის წრე კლასების მიხედვით იყოფა 5 კატეგორიად:
· მე-7 კლასი;
· მე-8 კლასი;
· მე-9 კლასი;
· მე-10 კლასი;
· ნაკრები.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების კომაროველების შედეგები