პროექტის მიზანია  მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელთა პროფესიული წახალისება და  ქსელის, როგორც STEM-ის საფუძვლის, გაძლიერება.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ: 

  • საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მათემატიკის/ფიზიკის უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს (გარდა ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სტატუსის მქონე სკოლების მასწავლებლებისა)

  • მათემატიკის/ფიზიკის/კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლის მაძიებლის სტატუსი ან გავლილი აქვს/გადის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას.

  • მათემატიკის/ფიზიკის უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირს.


რეგისტრაციისას წარსადგენი დოკუმენტები: 

  • მონაწილეებმა პირველ ტურზე მოსვლისას უნდა წარადგინონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (მასწავლებლის/უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის  სტატუსის/საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის/60 კრედიტიან პროგრამაში მონაწილეობის/დასრულების შესახებ).

  • მონაწილეებმა ორივე ტურზე თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


რეგისტრაცია დაიწყება: 11 აპრილს. 

რეგისტრაცია დასრულდება: 2 მაისს. 


სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3moUzis

ოლიმპიადის აკადემიური პროგრამა

ოლიმპიადის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამით გათვალისწინებულ და დამატებით, კალკულუსის საკითხებს. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულის გარდა, ოლიმპიადის პროგრამის დამატებითი საკითხები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში.


ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად

ოლიმპიადის პირველი ტური:

  • პირველი ტურის ტესტი შედგება 30 დახურულბოლოიანი ამოცანისგან. თითოეული ამოცანის ქულა მითითებული იქნება ტესტში. 

  • პირველი ტურის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 9 მაისი. რეგისტრაციის დაწყების დრო: 10:00 საათი, ოლიმპიადა დაიწყება 11:00ზე.  ხანგრძლივობა: 3 საათი, ადგილი: სკოლა-პანსიონი კომაროვი, ვაჟა-ფშაველას 49.

  • ნამუშევრების სკანირებული ვერსია არაუგვიანეს 10 მაისისა განთავსდება სკოლის საინფორმაციო საიტზე და ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ნახოს თავისი ნაშრომი უნიკალური კოდით, რომელსაც პირველივე ტურში მიიღებენ. 

  • პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 12 მაისისა.  

  • აპელაციები მიიღება 13 და 14 მაისს.

  • პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 მაისისა. 

  • ფინალურ ტურში გადავლენ მონაწილეები, რომელთაც მოაგროვეს ტესტის მაქსიმალური ქულის 40% ან მეტი და მოხვდნენ საუკეთესო შედეგის მქონდე 30 მონაწილეს შორის, ან გაიმეორეს 30-ე მონაწილის შედეგი. 

ოლიმპიადის მეორე, ფინალური ტური:

  • ოლიმპიადის ფინალური ტური შედგება ღიაბოლოიანი 7 ამოცანისგან. თითოეულის მაქსიმალური ქულა მითითებული იქნება ტესტში. 

  • ფინალური ტურის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 26 მაისი. რეგისტრაციის დაწყების დრო: 10:30 საათი, ოლიმპიადა დაიწყება 11:00ზე. ხანგრძლივობა 4,5 საათი, ადგილი: სკოლა-პანსიონი კომაროვი, ვაჟა-ფშაველას 49.

  • მონაწილეების ნამუშევრების სკანირებული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს 27 მაისისა. 

  • არაუგვიანეს 29 მაისისა, მონაწილეებს მიეწოდებათ ფინალური ტურის ამოცანების შეფასების კრიტერიუმები.

  • პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივნისისა.

  • აპელაციები მიიღება 3 და 4 ივნისს. 

  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 9  ივნისისა. 


გამარჯვებულები

ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგებით დამტკიცდება რეიტინგული სია.

*თუკი, რომელიმე ორ მონაწილეს ფინალურ ტურში ექნება ერთი და იგივე ქულა, გათვალისწინებული იქნება ოლიმპიადის პირველ ტურში მიღებული შედეგი. თუ პირველი ტურის ქულებიც იდენტურია, მონაწილეები გაიყოფენ შესაბამის ადგილებს ან თუ საუბარია სხვადასხვა კატეგორიის ადგილებზე, გადაწყვეტილებას მიიღებს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი. 

  • პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი, გამარჯვებულის თასი და ფულადი ჯილდო 2400 ლარის ოდენობით.

  • მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 1600 ლარის ოდენობით. 

  • მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა: ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით.

  • ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების გადანაწილება ადგილების მიხედვით გამოცხადდება არაუგვიანეს 20 მაისისა.

ზემოთ