ინფორმაცია კომაროვის სკოლის 2025 წლის მისაღები გამოცდების და რეგისტრაციის შესახებ:
კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში:
ონლაინ რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყო და გაგრძელდება 14 ივლისის ჩათვლით.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 24 ივნისს და გაგრძელდება 14 ივლისის ჩათვლით.
კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 19 ივლისს.
რეგისტრაციის გავლა (ან ონლაინ, ან ადგილზე) სავალდებულოა ყველასთვის (მათ შორის კომაროვის სკოლის შაბათის სკოლის მოსწავლეებისთვის)!
გამოცდის ჩატარების ადგილი:
გამოცდის ჩატარების ზუსტი ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა!
მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები
გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.
მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
ტესტის სტრუქტურა:
· ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
· 19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
· 6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).
· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.
ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.
მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა და საკონურსო პირობები
გამოცხადდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მოსწავლეს, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია ან ონლაინ, ან ადგილზე, განსაზღვრულ ვადებში;
· მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
· გამოცდაზე არ დაიშვება მოსწავლე, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.
დამატებითი ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ იხილეთ აქ