TED-Ed Student Talks არის სასწავლო პროგრამა, რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ, განავითარონ და წარუდგინონ თავიანთი იდეები მსოფლიოს TED-ის სტილის საუბრების საშუალებით!


კლუბის დახმარებით მოსწავლეები:


  •  ამოირჩევენ და განავითარებენ საკუთარ ინოვაციურ იდეას ნებისმიერ საკითხზე

  •  იდეას TED-ის სტილის დისკუსიად გადააქცევენ

  • ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას

  •  საკუთარი და სხვისი იდეების გადმოცემის ჯანსაღ კრიტიკას

  •  განივითარებენ საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარებს

  •  დაუკავშირდებიან პროგრამის სხვა სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან

  •  სურვილისამებრ შეეძლებათ საკუთარი იდეა TED-Ed Student Talks YouTube არხზე გამოაქვეყნონ.


კლუბის ლიდერები:ნანიკო კაკონაშვილი და ეკატერინე მეტრეველი


კლუბის წევრობა: 

  • კლუბი შედგება თავმჯდომარეებისგან და წევრებისგან.
  • კლუბის თავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.
  • მასალის გადანაწილებასა და შეხვედრების ჩატარებაზე პასუხისმგებლები არიან კლუბის თავმჯდომარეები.
  • ყველა მოსწავლეს ექნება დამოუკიდებელი, ინდივიდუალური პროექტი რომლსაც წლის ბოლოს წარადგენს.
  • კლუბი გარკვეული პერიოდულობით ატარებს სასკოლო ღონისძიებებს. 
  • კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.


ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.


განრიგი: შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ონლაინ. წინასწარ შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი პირისპირ შეხვედრაც.





ზემოთ