სსიპ-ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში 2027-2028 სასწავლო წელს მოსწავლეები მიიღებიან მისაღები გამოცდების საფუძველზე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:


1. მისაღებ გამოცდაზე დაიშვება ის მოსწავლე, რომელიც გამოცდის წინა დღეს ირიცხება სხვა სკოლის მოსწავლეთა ბაზაში. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოცდაზე დაუშვას ის მოსწავლეც, რომლის მშობელმა ობიექტური მიზეზით ვერ მოასწრო მოსწავლის გადაყვანა.

2. მოსწავლემ, რომელმაც დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში არ ჩაირიცხება.

3. იმ შემთხვევაში, თუ მისაღები გამოცდით ჩარიცხული მოსწავლის მშობელი არ გამოთქვამს მოსწავლის სკოლაში სწავლის გაგრძელების სურვილს, მიღების შემთხვევაში, სკოლაში ჩაირიცხება მისაღები გამოცდის რეიტინგში მომდევნო შედეგის მქონე მოსწავლე.

4. 2027-28 სასწავლო წლიდან სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც ორჯერ ვერ დაძლია კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ქვიზების წლიური ბარიერი გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოსწავლე 2026-2027 სასწავლო წელს არ სწავლობდა კომაროვის სკოლაში.

5. სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას მოსწავლეს, რომლის დახასიათებიდანაც გამოიკვეთება, რომ მოსწავლეს წინა სასწავლო წელს ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

6. სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომლის მიმართაც სკოლის მიერ გამოტანილია დისციპლინური სახდელი - სკოლიდან გარიცხვა.

7. 2027-2028 სასწავლო წლისთვის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე მოსწავლეები ჩააბარებენ კომბინირებულ გამოცდას (საგამოცდო ტესტში წარმოდგენილი იქნება ფიზიკის და მათემატიკის დავალებები). საგამოცდო პროგრამები მისაღებ გამოცდამდე არაუგვიანეს 5 თვით ადრე გამოქვეყნდება სკოლის ვებ გვერდზე

8. 2027-2028 სასწავლო წლისთვის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში.

ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784