ფიზიკა - პროგრამირების კლუბის მიზანია შევისწავლოთ ფიზიკა და პროგრამირება და შევქმნათ ინოვაციური პროექტები, რომლებსაც შემდეგ გამოვიყენებთ ცხოვრებაში.
კლუბის ფუნქციები:
STEM სფეროს ფუნდამენტური ნაწილების შესწავლა;
პროგრამირების C++ ენის შესწავლა;
კრიტიკული აზროვნების, ინოვაციურობის, გუნდური მუშაობის და პროექტის მენეჯმენტის უნარების განვითარება.
კლუბის საქმიანობა:
კლუბი ფუნქციონირებს უკვე მეორე წელია. შეხვედრების ფარგლებში ვმუშაობთ „Tinkercad”-ში ვირტუალურად, ვაწყობთ წრედებს და ვწერთ კოდებს, საკმარისი ცოდნის მიღების შემდეგ კი ვიწყებთ რეალური პროექტების შექმნას. ვიყენებთ მსგავს ხელსაწყოებს: არდუინო, ნათურები, რეზისტორები, მავთულები, LCD ეკრანი, პლატა, ადაპტერი, ტრანზისტორი, ბლუთუზ მოდული და სხვა.
სად შეგვიძლია გამოვიყენოთ კლუბში მიღებული ცოდნა?
მიღებული ცოდნით შევძლებთ მონაწილეობა მივიღოთ მრავალ პროექტში, მათ შორის: მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩში“ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურში (მილენიუმი).
კლუბის პრეზიდენტი: ნიკა კლდიაშვილი
კლუბის ინსტრუქტორი: ინდირა ნატრიაშვილი