„შაბათის სკოლაში“ საყოველთაო რეგისტრაცია 7 აგვისტოს, ძველი მოსწავლეებისთვის კი 5 აგვისტოს დაიწყება.
ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომაროვის "შაბათის სკოლაში" მოსწავლეების რეგისტრაცია
კომაროვის სკოლის გუნდი მათემატიკით დაინტერესებულ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწალეებს სთავაზობს 2023-24 სასწავლო წლის შაბათის სკოლის პროგრამას.
· პროგრამა მოიცავს 3 მოდულს;
· პროგრამის ფარგლებში ერთ მოდულში ჩატარდება 12 მეცადინეობა;
· პირველი მოდულის დასაწყისში და სამივე მოდულის ბოლოს ჩატარდება წერები.
· სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გააქტიურდება მშობელთან კომუნიკაცია;
· მოსწავლეებს მიეწოდება სასწავლო მასალები.
მეცადინეობების ფორმატი
თბილისში მეცადინეობები ჩატარდება სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში.
I ცვლა: შაბათი: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი) ან 09:30-12:30
II ცვლა: შაბათი: 14.00-17.00 (შესვენება 15-20 წუთი) ან 13:30 – 16:30
III ცვლა: კვირა: 10.00-13.00 (შესვენება 15-20 წუთი) ან 09:30 – 12:30
IV ცვლა: კვირა 14.00-17.00 (შესვენება 15-20 წუთი) ან 13:30 – 16:30
ინფორმატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაობით: 09..45-11.45 და 12.00-14.00
ერთი მოდულის ღირებულება
ვინც დაასრულა „შაბათის სკოლის“ 2022-23 სასწავლო წლის მესამე მოდული, სწავლის საფასური იგივეა, რაც იყო 2022-23 სასწავლო წელს (300 ან 345 ლარი).
ყველა დანარჩენისთვის 420 ლარი.
თუ და-ძმებიდან ორი ან მეტი მოსწავლე იღებს თბილისის „შაბათის სკოლის“ მომსახურებას, პირველი მოსწავლის მომსახურების ღირებულება იგივეა, რაც აღწერილია ზემოთ, ყოველ მომდევნო შვილზე ერთი მოდულის საფასური შეადგენს 225 ლარს (ამ შემთხვევაში მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას).
ინფორმატიკის ერთი მოდულის ღირებულებაა -180 ლარი.
პროექტში რეგისტრაცია
რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი - 5 და 6 აგვისტო (მხოლოდ პროექტის 2022-2023 სასწავლო წლის მონაწილეთათვის და მათი და-ძმებისთვის)
5 და 6 აგვისტოს ასევე შესაძლებელი იქნება მეილების გააქტიურება სისტემაში ან/და შარშან გააქტიურებული მეილის პაროლის აღდგენა, თუ დაგავიწყდათ.
მეორე ეტაპი - 7 აგვისტოს 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე, შაბათის სკოლის სარეგისტრაციო გუნდის დახმარებით.
ონლაინ რეგისტრაციის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე ( 5 და 6 აგვისტო):
ა) ძველი მოსწავლეების მობილობა;
ბ) მეილის გააქტიურება;
გ) პაროლის აღდგენა (თუ დაგავიწყდათ)
დ) ძველი მოსწავლეების და-ძმების რეგისტრაცია (5 და 6 აგვისტოს ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე).
· პირველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება, ასევე რეგისტრაციის მე-2 ეტაპზეც.
· შაბათის სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს, ნებისმიერ შემთხვევაში, განახორციელებენ თუ არა მობილობას, გაააქტიურებენ თუ არა სისტემაში მოსწავლეს, პირველი მოდულის საფასურის არგადახდის შემთხვევაშიც, ადგილები ენახებათ 1 სექტემბრამდე.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი - 7 აგვისტო, 11:00 საათიდან (საყოველთაო რეგისტრაცია)
ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს 2023-2024 სასწავლო წელს ისწავლოს პროექტის შესაბამის კლასში, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც რეგისტრაცია ვერ გაიარეს პირველ ეტაპზე.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: reg.komarovi.edu.ge
ონლაინ რეგისტრაციის სისტემა არ იმუშავებს 00 საათიდან 08 საათამდე (დილა).
ადგილზე რეგისტრაციია შესაძლებელი იქნება ყოველდღე, 11:00-დან - 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, კომაროვის სკოლა, ოთახი N119
ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399316, 2399336, 2396796; ან მოგვწეროთ komarovishabati@gmail.com, ან facebook/komarovi199 (ე.წ. ინბოქსში).
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ანგარიშის ნომერი. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE 22
სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499
ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.