მე-9 მესამე კლასის მოსწავლეების გასვლითი გაკვეთილი საქართველოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ღია ცის ქვეშ’’!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  საინტერესო  იდეა-პროექტი შემოგვთავაზა -  სამუზეუმო სამუშაო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობისათვის. ამ მიზნით 2018  წლის 13 ოქტომბერს  მე-9 მესამე კლასის მოსწავლეებს (ხელმძღვანელი - ლია გოგოხია)  ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი საქართველოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ,,ღია ცის ქვეშ’’. მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა  საქართველოს  შემდეგი  ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთიგურიასამეგრელოიმერეთირაჭა- ლეჩხუმიაფხაზეთიაჭარასვანეთიქართლიკახეთი და ა. შ.                                     


გაკვეთილის მიზანი იყო  სასწავლო პროექტის  ,,თაობათა ხიდი’’   განხორციელებისათვის მზადება.  ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების ამსახველ  ნიმუშებს. მათ  შეაგროვეს ინფორმაცია ძველი ადათწესებისა და ტრადიციების შესახებ, გაანალიზეს,  გაავლეს  პარალელი თანამედროვეობასთან, ერთმანეთს  შეადარეს  სხვადასხვა კუთხის ადათ-წესები  და ტრადიციები.  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე იმსჯელეს იმაზე,  თუ რამ  ჩაუყარა საფუძველი ამა  თუ  იმ კუთხის ტრადიციებსა   თუ ადათ-წესებს, საიდან მოდის მათი ფესვები, იმსჯელეს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქართულ რიტუალებზე, ქართულ ფოლკლორზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სუფრის ტრადიციებზე, ჩაცმულობის, ხალხური რეწვისა  თუ არქიტექტურის ტრადიციებზე. გამოიტანეს დასკვნები, თუ რომელი ტრადიცია და ადათწესი შემორჩა დღეისათვის საქართველოს ამა თუ იმ კუთხეს, ხომ არ გაჩნდა რაიმე ახალი ტრადიცია და რამ დაუდო საფუძველი მის ტრადიციად ჩამოყალიბებას. მოიპოვეს ინფორმაცია ხალხური არქიტექტურის ნიმუშებზე (სვანური კოშკები, დარბაზები, მეგრული ოდები) მომავალში კი  აიღებენ ინტერვიუს  უხუცესებისგან ადათ-წესებსა და ტრადიციებთან  დაკავშირებით, გაავლებენ პარალელებს ქართულ ტრადიციებსა  და კავკასიის სხვა ხალხების  ადათწესებს შორის.  

გაკვეთილი მოსწავლეებსა და მასწავლებელს დაეხმარა სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებაში.



ზემოთ