ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბდა დრამის კლუბი, რომლის მიზანია კინო და თეატრით დაინტერესებული მოსწავლეების ამ კლუბში გაწევრიანება და სხვადასხვა აქტივობებში მათი ჩართვა.
დრამის კლუბი განკუთვნილია დრამატურგიით, კინო-თეატრითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.
კლუბის მიზანია:
დრამატურგიითა და სამსახიობო ოსტატობით დაინტერესებულ მოსწავლეთა აღმოჩენა, მათთვის ამ მიმართულების განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა.
- მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას.
- მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას.
- მისცეს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალება.
- აამაღლოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო აქტივობებში და ხელი შეუწყოს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
- წლის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.
კლუბის ფუნქციებია:
- მოსწავლეებისთვის დრამატურგიისა და სამსახიობო ოსტატობის საფუძვლების გაცნობა;
- მოსწავლეებისთვის სამსახიობო ოსტატობის განვითარებაში დახმარება;
- მოსწავლეების დრამატურგიულ და თეატრალურ ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისთვის მომზადება;
- სხვადასხვა ფორმატის თეატრალური წარმოდგენების დადგმა;
- სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.
კლუბის თავმჯდომარე: თამარ ბენდიაშვილი
კლუბის ლიდერი: გიორგი მახათაძე
კლუბის წევრობა:- კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.
- კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
- კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.
- კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად და წარმატებულად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.
- კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.
- კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.
- ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.
კლუბის წევრი:
- მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებასა და სამხატვრო ღონისძიებებში;
- მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.