ინფორმაცია კომაროვის სკოლის 2024 წლის მისაღები გამოცდების და რეგისტრაციის შესახებ:

კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში: 

ონლაინ რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და გაგრძელდება 15 ივლისის  ჩათვლით. 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყო 24 ივნისს და გაგრძელდება 15 ივლისის ჩათვლით.

კომაროვის სკოლის მე-7 კლასში  მისაღები გამოცდა ჩატარდება  20   ივლისს.

გამოცდის ჩატარების ადგილი:

 სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).

 ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

 მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

ტესტირებაზე ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან

ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

  • საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
  • აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა). პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

  ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის სტრუქტურა:

  • ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.
  • 19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით
  • 6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  
  • ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 

125  მოსწავლე. აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 

125- მოსწავლის შედეგს

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
  • გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2023-2024  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.


დამატებითი ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ იხილეთ აქ

 


მისაღები გამოცდა მე-8, მე-9 , მე-10 და მე-11 კლასებში

 

მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ადგილზე -სკოლაში.

 

ონლაინ რეგისტრაციის მსურველებისათვის რეგისტრაცია დაიწყო -    29 ივნისიდან   და გაგრძელდება -     20 ივლისის ჩათვლით(რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს, 18:00 საათზე).

სკოლაში (ადგილზე) რეგისტრაციის მსურველთათვის  რეგისტრაცია დაიწყო  1 ივლისიდან  და გაგრძელდება  20 ივლისის ჩათვლით  (რეგისტრაცია შეწყდება 20  ივლისს 17:00 საათზე).

 

მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:

მისაღები გამოცდა მე-8 კლასში ჩატარდება - 23 ივლისს

მისაღები გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩატარდება -  25 ივლისს.

გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო -  07: 30 საათიდან

გამოცდის დაწყები დრო   - 08:30 საათზე

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკაში, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში ფიზიკასა და მათემატიკაში.

მე-12 კლასში მისაღები გამოცდა არ ჩატარდება! 

გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.

პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთებში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.

პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ

 

საკონკურსო პირობები:


მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5   შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8    მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  16  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება 

უარი ეთქვას მიღებაზე, 

თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 

2023-24 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც

 მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი 

იქნება 7 ან ნაკლები,

 ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.

 

მოსწავლემ, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.

 

 მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:  https://rb.gy/2m65f

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ

 

 

ზემოთ