Research Club არის კომაროვის კლუბი, რომელიც მიზნად ისახავს, კომაროვის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან თემებსა და საჭიროებებზე მონაცემების შეგროვებას და მათ ანალიზს.

 

კლუბის მიზნები: 

  • კომაროველების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა;

  • მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვა და მათ შორის კომუნიკაციების გაუმჯობესება;

  • მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარება;

  • სტატისტიკის წარმოება, მოსწავლეების ინტერესების გამოკვეთის მიზნით; 

  • კვლევის შედეგების სკოლისთვის გაზიარება და გაცნობა;

 

კლუბის ფუნქციები:

  • კომაროვის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული თემების კვლევა;
  • კვლევის შედეგების ანალიზი;

  • რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება მოსწავლეების მოსაზრებების გათვალისწინებით;

  • შედეგების სტატისტიკური ასახვა;

  • შეგროვებული მონაცემების და შედეგების გასაჯაროება;

 

კლუბის ლიდერები: კესო პეტრიაშვილი, ნინო ბუაძე, ანა მახარაძე, ლიზი ჩხეიძე;

 

კლუბის წევრობა:

  • კლუბი შედგება ორგანიზატორებისა და წევრებისგან;

  • კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ორგანიზატორები, კლუბისწევრებთან შეთანხმებით;

  • კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი კლასის წარმომადგენელს;

  • კლუბის ორგანიზატორები წევრებთან ერთად გეგმავენ საკვლევ თემებსა და აქტივობებს დაეხმარებიან მოსწავლეებს კვლევის წარმატებულად წარმართვაში;

  • კლუბის წევრები გაუძღვებიან საკუთარ კვლევებს, გააანალიზებენ და შეაჯამებენ მიღებულ შედეგებსდა ამ შედეგებს გაუზიარებენ ორგანიზატორებსა და სკოლელებს;

  • კლუბის წევრებს ექნებათ განსაზღვრული დრო, რათა ჩაატარონ კვლევები; 

  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ხელს შეუშლის კვლევის პროცესს და/ან სხვა წევრების მუშაობას, ორგანიზაროტები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რაც შესაძლოა კლუბიდან გარიცხვის საფუძველიგახდეს.

ზემოთ