ელექტრული ინჟინერიის კლუბი:


ხელმძღვანელები: XI-3 კლასის მოსწავლეები - მარიამ მაჩაიძე და დავით ყაველაშვილი.

 

კლუბის მიზანია:


1) გავაერთიანოთ ისეთი ბავშვები, რომლებსაც აინტერესებთ ელექტრული ინჟინერია და პროგრამირება.

2) გავაკეთოთ სხვადასხვა პოექტები, რომ უფრო საინტერესო გავხახდოთ ამ კლუბში მონაწილეობა.

3) პანდემიის დროს ონლაინ გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს ამ სფეროებში და გავაკეთოთ ისეთი პროექტები, რომელებსაც მომავალში გამოვიყენებთ.

4) შევასწავლოთ პროგრამირება და ელექტრო  ხელსაწყოების მოხმარება/გამოყენება. 

 

კლუბის წევრობა:


1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.

2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. კლუბის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს განსაზღვრავს კლუბის ხელმძღვანელი.

4. კლუბის წევრი:

ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებასა და სხვადასხვა ღონისძიებებში;

ბ) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

გ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.

5. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე უნდა იყოს აქტიური. კლუბის წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის ხელმძღვანელები.

6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში,  ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

ზემოთ