კლუბის მიზანია:


მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენის ხელშეწყობა, მოსწავლეთა ზოგადი განათლების გაღრმავება და ინტელექტუალური რესურსის რეალიზაციის უნარების განვითარება.


კლუბის ფუნქციებია:

 

  •  სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;

  •  კლასიკური ფილმების ნახვა და შემდეგ განხილვა;  

  •  მოსწავლეების გარკვევა კინო ინდუსტრიაში; 

  •  პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე მსჯელობა (ფილმის ხასიათიდან გამომდინარე).


კლუბის ლიდერები: ნიკა ვარდოშვილი, მერი აბაშიძე,ნინი მანაგაძე.  


კლუბის წევრობა:


1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

2. კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობს და ზოგად კოორდინაციას უწევს კლუბის 2 მმართველი; 

3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX-XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;

4.  კლუბი შედგება 2 მმართველისა და წევრებისაგან. 

5. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბის ხელმძღვანელს განცხადებით წერილობითი ან ელექტრონული ფორმით

6. კლუბის წევრი:

  • მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
  • წარმოადგენს კლუბს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

7. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული კლუბის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში. 

8. კლუბის მმართველები და წევრები მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.

9. კლუბის ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია სკოლის ყველა მოსწავლეს ღონისძიების ფორმატის შესაბამისად.

10. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.

11.  კლუბის წევრთა მაქსიმალური სარეკომენდაციო რაოდენობაა 25.

12. კლუბს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები-კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება კლუბის საქმიანობის მიმართულებით. საპატიო წევრად ცნობაზე გადაწყვეტილებას იღებს კლუბი. საპატიო წევრები სარგებლობენ კლუბის წევრის უფლებებით და მონაწილეობენ კლუბის საქმიანობის განვითარებაში.


ზემოთ