მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

 

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის ტესტები და ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: 

 

ტესტები კლასებით და ვარიანტების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ:


მე-9 კლასის ვარიანტი 1

მე-9 კლასის ვარიანტი 2


მე-10 კლასის ვარიანტი 1

მე-10 კლასის ვარიანტი 2


მე-11 კლასის ვარიანტი 1

მე-11 კლასის ვარიანტი 2


მოსწავლეთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ

მე-9 კლასი

მე-10 კლასი

მე-11 კლასი



სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 აგვისტოს 18:00 საათისა.


შედეგების აპელაცია მიიღება 3 და 4 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com


საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 21 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით 21-ე  შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  5 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნებაიგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2021-22 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.


სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2021-22 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.



კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



ზემოთ