კლუბის მიზნები:

სამოქალაქო განათლების კლუბი მიზნად ისახავს დაეხმაროს მოსწავლეებს შმედეგი სახის ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში:

o   საკუთარი შეხედულებების, ქცევების შეფასება და კორექტირება, ემოციების მართვა (თვითრეფლექსია);

o   საკუთარი თავის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის (მაგალითად, სასკოლო თემის) წევრად აღქმა;

o   საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება და დაცვა;

o   დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.

o   მოკლე და გრძელვადიანი მიზნების დასახვა; იდეების ჩამოყალიბება, ინიციატივის გამოვლენა და მისი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების დაგეგმვა;

o   მომავალი პროფესიის შერჩევისთვის საკუთარი შესაძლებლობების, მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გააზრება;

o   ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ., პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა.

o   სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე მოქმედების საჭიროების დანახვა;

o   საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა; კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარება;

o   მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება;

o   ცხოვრებისეულ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება;

o   სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა (ინფორმაციის მოპოვება, ლობირება, ადვოკატირება, ადვოკატირების გზით ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი);

o   საკუთარი გადაწყვეტილებების/შეხედულებების უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტების (საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვის უფლებების კონვენცია) საფუძველზე დასაბუთება;

o   საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებზე ორიენტირებული იდეების ლობირება და ადვოკატირება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;

o    ეფექტური კომუნიკაცია,

o    კრიტიკული აზროვნება,

o    აქტიური მოსმენა,

o    არგუმენტირებული მსჯელობა,

o    მიღებული თეორიული ცოდნის საჭიროების შესაბამისად გამოყენება;

o    ახალი ცოდნის ძველთა დაკავშირება,

o    სამეტყველო ენის ეფექტურად გამოყენება,

o    საჭირო ინფორმაციის მოძიება-დამუშავება,

o    შემეცნების პროცესის ეფექტურად დაგეგმვა-ორგანიზება

o    ფაქტების, მოვლენების და პროცესების სისტემური გააზრება,

o    ადეკვატური თვითშეფასება.

კლუბის თავმჯდომარე: ივანე ელიკაშვილი

კლუბის თანათავმჯდომარეები: სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები

ლიზი არქანია,

ნია დვალიძე,

მარიამ ცქიტიშვილი,

ანდრონ ოსიპოვი

ზემოთ