ინფორმაცია კომაროვის სკოლის 2023 წლის მისაღები გამოცდების და რეგისტრაციის შესახებ:

 

კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასვე სკოლაში: 

  • ონლაინ რეგისტრაცია იწყება  23 ივნისს და გაგრძელდება  12 ივლისის ჩათვლით. ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.
  • ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის, რეგისტრაცია დაიწყება 26 ივნისს  და გაგრძელდება 12 ივლისის ჩათვლით
  • დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ იხილეთ: https://rb.gy/bbawy

 

 

კომაროვის სკოლაში მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 15 ივლისს

 

კომაროვის სკოლაში მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 25 ივლისს;

კომაროვის სკოლაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ჩატარდება 27 ივლისს.

გამოცდის ფორმატიტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

  • მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

  • პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

  • ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

  • პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
  • ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენ საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ

 

საკონკურსო პირობები

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18   შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13   მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  16  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2022-23 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://rb.gy/2m65f

 

 

ზემოთ