კომაროვის მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდნენ და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტით MOTION ზაფხულში აშშ -ში, სილიკონ ველიზე, სტენფორდის უნივერსიტეტში ერთ კვირიან ბუთქემფზე გაემგზავრებიან!
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება და ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი შეარჩია. ფინალში, კომაროვის "რობოტიკისა და ელექტრონიკის" წრიდან ორი გუნდი მონაწილეობდა ...