ინფორმაცია კომაროვის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლების მისაღები გამოცდების შესახებ!

                     მისაღები გამოცდების რეგისტრაცია

მოგესალმებით! კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მისაღები გამოცდების რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს და  გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ონლაინ რეჟიმში ასევე სკოლაში - 116-ე ოთახში 11:00-დან - 18:00 საათამდე. რეგისტრაციის დროს, მშობელმა სარეგისტრაციო სისტემაში უნდა ატვირთოს ( ან წარმოადგინოს სკოლაში):

ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, ან პირადობის დამადასტურებელი ფოტოსურათიანი დოკუმენტი.

                               

                      მისაღები გამოცდების თარიღები

კომაროვის სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მისაღები გამოცდა ფიზიკაში გაიმართება 4 ივლისს, მათემატიკაში - 5 ივლისს.  (ზუსტი დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 28 ივნისს)

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მხოლოდ მათემატიკაში  6 ივლისს, 10:00 საათზე.

                                            

                                მიღების პირობები

მათემატიკისა და ფიზიკის გამოცდის ტესტი შედგება 25 საკითხისაგან და თითოეულ საკითხს აქვს 6 სავარაუდო პასუხი.

იმისთვის, რომ მოსწავლე ჩაირიცხოს კომაროვის სკოლაში,  მათემატიკაში უნდა მიიღოს არანაკლებ 15 ქულა და  ფიზიკაში - არანაკლებ 13 ქულა.

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგეგ მშობელმა სკოლაში უნდა წარმოადგინოს:

·         2016-17 სასწავლო წლის წლიური  ნიშნების ცნობა

·         დახასიათება სკოლიდან

სკოლაში მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ მოსწავლეს, რომელსაც, მიუხედავად გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, წლიური ნიშანი რომელიმე საგანში ექნება 7 ან ნაკლები, ან სკოლიდან წარმოდგენილიდახასიათებისას გამოიკვეთება სკოლის შინაგანაწესის ხშირი დარღვევები.

                       

                      მე-7 კლასში მისაღები გამოცდა

მეშვიდე კლასის მისაღები გამოცდა ჩატარდება 20 ივლისის შემდეგ (20-27 ივლისის შუალედში).  რეგისტრაცია და  თარიღი გამოცხადდება არაუგვიანეს 15 ივნისს. ზუსტი თარიღის დადასტურებისთანავე, გამოვაქვეყნებთ სკოლის ოფიციალურ Web  და Facebook გვერდებზე.

მისაღები გამოცდების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამები  იხილეთ აქ:

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ