კომაროვის სკოლაში მიღება 


კომაროვის სკოლა თავისი 50 წლიანი არსებობს მანძილზე ორიენტირებულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო  დისციპლინის  გაღრმავებულ  სწავლებაზე. აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა უმრავლესობა  კომაროვის კურსდამთავრებულია, რაც მათ ენთუზიაზმს აძლიერებს.  მაღალკვალიფიციური  აკადემიური  პერსონალი  მუდმივად  ცდილობს არსებული სწავლა-სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე სასწავლო პროცესში  ახალი  ტექნოლოგიების  დანერგვას.  სკოლას  ბევრჯერ  შეეცვალა  სახელი, თუმცა წარმატებები  და  სხვადასხვა  საერთაშორისო  ოლიმპიადებში  გამარჯვებები  არ დაჰკლებია.


კომაროვში  მიღება  მე-7  კლასიდან  მე-12  კლასის  ჩათვლით  გამოცდების  საშუალებით ხდება. მე-7 და მე-8 კლასში მოსახვედრად მათემატიკის, ხოლო მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მათემატიკისა და ფიზიკის  გამოცდები  ბარდება. მე-7  კლასის  მისაღები გამოცდები ყოველ წლიურად  ივლისის თვის ბოლოს ტარდება, გამოცდისთვის ონლაინ რეგისტრაცია კი ივნისში იწყება. მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის მისაღები  გამოცდები ივლისის  თვის  დასაწყისში   ბარდება  და  ონლაინ  რეგისტრაცია მაისში იწყება. რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებ-საიტსა   და  Facebook  გვერდზე.

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ზემოთ