რობოტიკის წრე ემსახურება მოსწავლეების მომზადებას WRO (World Robot Olympiad) მსოფლიო რობოტების ოლიმპიადისთვის. წრე განკუთვნილია მე-7 კლასიდან და ზემოთ მოსწავლეებისათვის.

მეცადინეობებისას მოსწავლეები lego mindstorms ev3 კონსტრუქტორის საშუალებით შეისწავლიან რობოტექნიკას, გაეცნობიან სხვადასხვა სენსორებს და ისწავლიან პროგრამირებას, ასევე მსოფლიო ოლიმპიადისთვის გუნდებმა უნდა შექმნან რობოტები, რომლებიც გაუმკლავდებიან სათამაშო მოედანზე არსებულ გამოწვევებს. რობოტები უნდა იყოს სრულად ავტომატიზებული. საბოლოოდ მოსწავლეები ოლიმპიადისთვის შეიძენენ შემდეგ უნარ-ჩვევებს: 

 

  • ზოგადი კოდირების უნარები და რობოტიკის ძირითადი ცნებები (გარემოს აღქმა, კონტროლი, ნავიგაცია).

  • ზოგადი საინჟინრო უნარები (რობოტის შექმნა, რომელსაც შეუძლია გარკვეული ზომის ობიექტების გაწევა/აწევა)

  • ოპტიმალური სტრატეგიების შემუშავება კონკრეტული მისიების გადასაჭრელად

  • აზროვნება (მაგ., დალაგება, გამართვა, თანამშრომლობა და ა.შ.).

  • გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, კრეატიულობა.


2022 წლის რეგიონულ შესარჩევზე უფროსების კატეგორიაში კომაროვის სკოლის გუნდებმა მოიპოვეს პირველი და მესამე საპრიზო ადგილები. პირველადგილოსანი გუნდი მიემგზავრება მსოფლიო ოლიმპიადაზე და იასპარეზებს საქართველოს სახელით გერმანიაში 17-19 ნოემბერს.


ზემოთ