რობოტების მსოფლიო ოლიმპიადის (World Robot Olympiad) რეგიონულ შესარჩევზე უფროსების კატეგორიაში კომაროვის სკოლის გუნდებმა პირველი და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს

რობოტების მსოფლიო ოლიმპიადის (World Robot Olympiad) საქართველოს ეროვნული კონკურსის ფინალურ ტურში უფროსი (Senior) კატეგორიის გუნდებიდან პირველი ადგილი კომაროვის სკოლის მოსწავლეების გუნდმა BAY MAX დაიკავა!

გუნდი BAY MAX წევრები: მარიამ მაჩაიძე, ლელა ხოხიაშვილი,იაკობ რიგვავა. გუნდის მენტორი: ლევან ჩაგელიშვილი. 

კონკურსის ფარგლებში გუნდებს უნდა შეექმნათ სრულად ავტომატიზებული რობოტები, რომლებიც გაუმკლავდებოდნენ სათამაშო მოედანზე არსებულ გამოწვევებს

გამარჯვებული გუნდი საქართველოს სახელით იასპარეზებს რობოტების მსოფლიო ოლიმპიადაზე 17-19 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში. 

კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის წრე, რომლის ხელმძღვანელი ლევან ჩაგელიშვილი რობოტების მსოფლიო ოლიმპიადისთვის განაგრძობს მოსწავლეებს ინტენსიურ მომზადებას. 

კომაროვის სკოლიდან კონკურსში მეორე გუნდიც მონაწილეობდა DLY, რომლის გუნდის წევრებმა დავით ყაველაშვილმა, ლუკა ვარდოსანიძემ და გურამ ჯანაშიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ეროვნული კონკურსის ფინალურ ტურში ერთმანეთს 22 გუნდი (საქართველოს რეგიონების, კერძო და საჯარო სკოლებიდან) შეეჯიბრა, 3 ასაკობრივ კატეგორიაში (8-12 წ, 11-15წ, 14-19წ). თითოეული კატეგორიიდან გამოვლინდა 1 გამარჯვებული.

რობოტების მსოფლიო ოლიმპიადა ემსახურება ახალგაზრდების STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები.

ზემოთ