საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- 05 სექტემბერი, 2022
საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-10 ტურნირზე (International Young Naturalists’ Tournament 2022 – IYNT 2022) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეროვნული ნაკრების ექვსი წევრიდან ოთხი კომაროველია: მაია დემუროვი, ირაკლი მჭედლიშვილი, ლიზი ცინცაძე, მარიამ ცქიტიშვილი (კაპიტანი), მარიამ ლომინაიშვილი და დეა ნოზაძე (ვეკუას სკოლა).
ტურნირის მიზანია 12 - დან 16 წლამდე მოსწავლეების უნარების წარმოჩენა - წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) დასმული პრობლემები.
წელს ტურნირი საქართველოში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე გაიმართა, სადაც 8 ქვეყნის 13 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ საიტზე: http://iynt.org/
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს და უსურვებს მომავალ წარმატებებს