კომაროვის გუნდმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა!
- 09 სექტემბერი, 2026
სკოლის გუნდმა შეაჯამა გასული წლის შედეგები, შეაფასა მიღწევები და დაგროვილი გამოცდილება და მომავალი სასწავლო წლის განვითარების ძირითადი მიმართულებები განსაზღვრა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სასწავლო პროცესის განვითარება და სასწავლო გეგმაში დაგეგმილი ცვლილებები იყო.
ახალი მიდგომები მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას ემსახურება.
კომაროვის ხედვა მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევით არ შემოიფარგლება -სკოლის მიზანია, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, განვითარების და რეალიზების სივრცე.
კომაროვის გუნდი ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის -ახალი მიზნებით, ერთიანი ხედვით და განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით, რათა თითოეულმა ახალმა სასწავლო წელმა მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნას!
