კომაროვის სკოლაში ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „კუკარაჩა“ გაიმართა

სპექტაკლმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ ცოდნითა და მიღწევებით არ განისაზღვრება. მისი მთავარი საზომი ის პრინციპებია, რომელთა ერთგულებასაც ადამიანი ყველაზე რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს.

„კუკარაჩა“ გვიყვება ადამიანზე, რომელიც ბოლომდე იცავს საკუთარ ღირსებას, სამართლიანობასა და ადამიანობას. სწორედ ამ ღირებულებებშია ძლიერი პიროვნების, პასუხისმგებლიანი მოქალაქისა და ჯანსაღი საზოგადოების საფუძველი.

კომაროვის სკოლისთვის განათლება მხოლოდ აკადემიური წარმატება არ არის. ჩვენი მისიაა ისეთი ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც მაღალი ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების პარალელურად, ღირსებით, პასუხისმგებლობითა და ჰუმანური ღირებულებებით გამორჩეულები იქნებიან.




ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784