კომაროვის სკოლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა-ამჯერად ისტორიაში!

საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ წელს ინტელექტუალური კონკურსის - „რა? სად? როდის?“ ფორმატში გაიმართა, სადაც ქვეყნის მასშტაბით 204 სკოლა მონაწილეობდა.


მაღალი კონკურენციის პირობებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ფინალში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და უკვე მეორედ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

ეს წარმატება ნათლად წარმოაჩენს კომაროველთა მაღალ აკადემიურ შესაძლებლობებსა და ფართო საგნობრივ ცოდნას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მტკიცდება.


კომაროვის სკოლის გუნდის ნარკებს შეადგენდნენ: გიორგი ტაბეშაძე, ანიტა ინარიანი,ბარბარე მხეიძე,ნიკოლოზ პეტრიაშვილი,გუგა გარსევანიშვილი.

                             

                                                                                          

პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ისტორიის კათედრას გაწეული შრომისთვის და მოსწავლეებს ულოცავს ამ საერთო წარმატებას! ნაკლების ჩვენება


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784