კომაროვის სკოლის კიდევ ერთი წარმატება!
- 18 თებერვალი, 2026
რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს სახელით 3 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა მონაწილეობა ტურნირზე კომაროვის სკოლამ უზრუნველყო.
ტურნირში საქართველოს სახელით 12 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას,აქედან 5-მა მოსწავლემ ჯილდო მოიპოვა, საიდანაც 4 კომაროველია.
კომაროვის სკოლაში მრავალი წელია ფუნქციონირებს სპეციალიზებული წრეები, სადაც პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა მოსწავლეებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინონ საქართველო და წარმატება ტრადიციად აქციონ.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საგნობრივ წრეებს სრულად აფინანსებს კომაროვის სკოლა.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორები:
ვერცხლის მედალი - საბა გოდუაძე, მათე რეხვიაშვილი,მარიამ ცაგარელი
ბრინჯაოს მედალი - გიორგი მაისურაძე
ასევე,ბრინჯაოს მედალი დიმიტრი შენგელიამ მოიპოვა, რომელიც პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეა.
კომაროვის სკოლა თითოეულ პედაგოგს გულითად მადლობას უხდის გაწეული შრომისათვის და წლების განმავლობაში მიღებული შედეგებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს, ბატონ გიორგი მანდარიას, რომლის დახმარებითაც მოხერხდა ნაკრების მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირში.
კომაროვის სკოლა თითოეულ მონაწილეს ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ წარმატებას!
