კომაროვის სკოლა აგრძელებს მოსწავლეებში ლიდერული პოტენციალის განვითარებას
- 09 თებერვალი, 2026
ამ მიზნით, სკოლის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ლიდერობა“, რომელსაც უძღვებოდნენ კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ალექსანდრე ჯეჯელავა და სკოლის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ლიდერობისთვის აუცილებელი უნარების შესახებ, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პასუხისმგებლობის, დისციპლინის, შემეცნების, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობას. კომაროვის სკოლა აქტიურად აგრძელებს თაობათა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, ერთიანი სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
