კომაროვის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების კიდევ ერთი წარმატება
- 21 იანვარი, 2026
ჟაუტიკოვის სახელობის რიგით 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ.
წელს ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა 16 ქვეყნიდან 700-მდე მოსწავლემ მიიღო.
ოლიმპიადა მაღალი კონკურენციის პირობებში წარიმართა.
შედეგად, კომაროვის სკოლის მოსწავლეები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ. ტურნირი, როგორც გუდრურ, ასევე, ინდივიდუალურ შეჯიბრს მოიცავს. წლევანდელი ჟაუტიკოვის ოლიმპიადის პრიზიორი კომაროველები არიან:
ცოტნე გიორგაძე-ოქროს მედალი
ნიკოლოზ მელიქიშვილი-ვერცხლის მედალი
საბა ფერაძე - ვერცხლის მედალი
ირაკლი შეროზია -ვერცხლის მედალი
სანდრო ჟღენტი -ვერცხლის მედალი
მირზა შანიძე - ვერცხლის მედალი
ირაკლი მექვაბიშვილი-ბრინჯაოს მედალი
ინდივიდუალურ შეჯიბრში პრიზები გადაეცათ:
საბა გოდუაძე-ვერცხლის მედალი
ანდრია ვასაძე-ბრინჯაოს მედალი
კომაროვის სკოლის გუნდს ჟაუტიკოვის სახელობის ოლიმპიადაზე ხელმძღვანელედნენ ივიკო კობაიძე და თეიმურაზ კალატოზი, რომელთა წვლილი მიღებულ შედეგებში უმნიშვნელოვანესია.
მოსწავლეთა წარმატების პარალელურად კომოაროვის სკოლის პედაგოგებმა ღირსეული გამარჯვება - მასწავლებელთა და ოლიმპიელ მწვრთნელთა რიგით VII საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს.
მასწავლებლებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, ხოლო ტრენერთა ლიგაში 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირი ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმატის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის 200-ზე მეტმა პედაგოგმა და საგნობრივი წრის ხელმძღვანელმა. გამარჯვებული პედაგოგები და წრის ხელმძღვანელები არიან:
ივანე კვიტაშვილი -მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
ლერი ბანცური -მათემატიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
თეიმურაზ კალატოზი -ფიზიკის პედაგოგი, ოქროს მედალი
ვახტანგ კურცხალია - ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი
გიორგი ლომიძე - ფიზიკის პედაგოგი, ვერცხლის მედალი
ტრენერთა ლიგა- გიორგი გრიგოლია -ბრინჯაოს მედალი!
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წრის ხელმძღვანელებს ამ ორმაგ საერთაშორისო წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას მეცნიერებისა და განათლების გზაზე!
