კომაროვის სკოლა-ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის Millennium Innovations Award გამარჯვებულია!

კონკურსზე მოსწავლეებმა-დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემა წარმოადგინეს, რომელიც რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში დაკარგული ადამიანების სწრაფ აღმოჩენას და დროულ დახმარებას უზრუნველყოფს.

სწორედ პროექტმა ,, RescuedBy’’-მა დაიმსახურა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მათავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება.

კომაროვის სკოლა  აქტიურად  უწყობს ხელს მოსწავლეების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ განვითარებას, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე განათლება სცდება მხოლოდ თეორიულ ცოდნას და  ის  რეალური პრობლემების გადაჭრაზეა ორიენტირებული.

ჩვენი მიზანია,მოსწავლეებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და შექმნან ინოვაციები, რომლებიც საზოგადოებას მოემსახურება.

წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 101 გუნდი და ჯამში 337 მოსწავლე მონაწილეობდა.

ფინალში მხოლოდ 12 საუკეთესო პროექტი გადავიდა.

კომაროვში შრომა, შემოქმედება და სწავლა  ერთმანეთს ერწყმის, რაც თაობებს მომავალ ლიდერებად,ინჟინრებად, მკვლევრებად და შემქმნელებად აყალიბებს.


ზემოთ