კომაროვის სკოლაში შიდა სასკოლო ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართა
- 22 დეკემბერი, 2025
ტურნირში მონაწილეობა 45-მდე მოსწავლემ მიიღო.
ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ჭადრაკი მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კონცენტრაციის უნარს და პასუხისმგებლობის გრძნობას.
მისი საგანმანათლებლო ეფექტი დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით და აქტიურად გამოიყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებში.
სწორედ ამიტომ, კომაროვის სკოლაში ჭადრაკის ჩემპიონატი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
ჩემპიონატის ფარგლებში, მოსწავლეებმა პრობლემის გადაჭრის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარები წარმოაჩინეს.
ჭადრაკის კლუბი სკოლის 32 არაფორმალური განათლების სივრციდან ერთ-ერთია.
კომაროვის სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა შემეცნებითი განვითარებისა და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროში, წარმატებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
