კომაროვის „შაბათის სკოლაში“ სწავლა იწყება!

კომაროვისშაბათის სკოლაშისწავლა იწყება!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

კომაროვის „შაბათის სკოლაში“ სწავლა დაიწყება:

  • შაბათის ჯგუფებისთვის – 27 სექტემბერს;
  • კვირის ჯგუფებისთვის – 28 სექტემბერს.

პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეთა მიღების განრიგი

დილის ცვლა:

  • მე-5 და მე-6 კლასები – 09:00–09:30 შუალედში;
  • მე-4 კლასი – 09:40–10:00 შუალედში;
  • მე-3 კლასი – 10:15–10:30 შუალედში.

მეორე ცვლა:

  • მე-5 და მე-6 კლასები – 13:00–13:30 შუალედში;
  • მე-4 კლასი – 13:40–14:00 შუალედში;
  • მე-3 კლასი – 14:15–14:30 შუალედში.
    მე-3 კლასის მოსწავლეები მხოლოდ პირველ დღეს დაიწყებენ გაკვეთილს ოდნავ გვიან. ამ დროს მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა,  სურვილის შემთხვევაში, ბავშვები საკლასო ოთახამდე მიაცილონ.

 

დამატებითი ინფორმაცია

  • აუდიტორიის შესახებ შეტყობინება ინდივიდუალურად გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
  • თუ შეტყობინება რაიმე მიზეზით არ მიიღეთ, სკოლის ეზოსა და დერეფნებში დაგხვდებიან სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებს შესაბამის ჯგუფსა და საკლასო ოთახში მიაცილებენ.
  • მესამე კლასის გარდა, სხვა კლასების მოსწავლეთა მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.
  • ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, გთხოვთ, მშობლები (არ ეხება მე-3 კლასის მოსწავლეების მშობლებს) არ  შეყოვნდეთ სკოლის ჭიშკართან.
  • ავტომანქანით მოსვლის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა შეიქმნას პარკირების სირთულე. რეკომენდებულია მანქანის გაჩერება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე კვარტლებში ან უშუალოდ გამზირზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

შაბათის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: shabatisskola@komarovi.edu.ge

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!


ზემოთ