კომაროვის "საღამოს სკოლაში" 2025-26 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
- 02 სექტემბერი, 2025
კომაროვის "საღამოს სკოლაში" 2025-26 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
საღამოს სკოლა იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის სკოლაში, შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ მათემატიკა კომაროვის სკოლის პროგრამით. საღამოს სკოლაში რეგისტრაცია შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს.
პროექტის ფარგლებში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ფიზიკა-მათემატიკის სკოლების პროგრამის შესაბამისი ფიზიკის გაძლიერებული კურსიც. ფიზიკის ჯგუფები დაკომპლექტდება სწავლის დაწყებისთანავე.
საღამოს სკოლის სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
რეგისტრაცია
რეგისტრაცია განხორციელდება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.
რეგისტრაციის ვადები 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით.
ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
ადგილზე რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ მობრძანდეთ სკოლაში, მისამართი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N119, 11:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
საღამოს სკოლაში მოსწავლეები ჩაირიცხებიან ტესტირებით ან გასაუბრებით, გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც:
· მე-7 კლასში მისაღებ წერაზე ( მე-7 კლასის მისაღები გამოცდა ან 2025 წლის შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა) მიიღეს 26 ქულა ან მეტი.
· მე-8 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2025 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა 30 ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.
· მე-9 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში ან 2025 წლის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა 30 ქულა ან მეტი ქულა. ყველა სხვა მსურველისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.
· პრე-აბიტურის ან მე-10 კლასში გასაუბრების გარეშე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელიც სწავლობდა ან კომაროვის სკოლაში, ან საღამოს სკოლაში. სხვა მსურველებისთვის ჩატარდება ტესტირება ან გასაუბრება.
ტესტირება ჩატარდება 12 სექტემბერს 10:00 საათზე კომაროვის სკოლაში.
სასწავლო წლის კალენდარი და განრიგი
სასწავლო წელი დაიწყება 2025 წლის 22 სექტემბერს და დასრულდება 2026 წლის 22 ივნისს.
სწავლა დაიწყება 15:30 საათზე და დასრულდება 18:00 საათზე.
არდადეგები ემთხვევა საჯარო სკოლაში მოქმედ არდადეგების გრაფიკს.
მათემატიკის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს - თითოეულ დღეს ჩატარდება სამი აკადემიური გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია.
ყოველკვირეული დატვირთვა 9 აკადემიური საათია.
ჯგუფში(პრე-აბიტურის გარდა) მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა-16.
პრე-აბიტურის ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 8-10.
სკოლაში მიღება :
საღამოს სკოლის მოსწავლეებისთვის, ცალკე, კომაროვის სკოლაში მისაღები კონკურსი არ ჩატარდება.
. საღამოს სკოლის მოსწავლეებმა, ისევე როგორც სხვა მსურველებმა, კომაროვის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად უნდა ჩააბარონ სკოლაში მისაღები გამოცდები .
სწავლის საფასური
მათემატიკის სრული კურსის ღირებულება იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს სწავლობდნენ ან კომაროვის, ან შაბათის, ან საღამოს სკოლაში, შეადგენს 1800 ლარს, ყველა სხვა მოსწავლისთვის კი - 2000 ლარს.
პრე-აბიტურის სრული კურსის ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.
მშობლის მიერ მათემატიკის კურსის თანხის გადახდა ხდება ორ ეტაპად:
· პირველი ეტაპი: არაუგვიანეს 2025 წლის 24 სექტემბრისა – სრული კურსის ნახევარი;
· მეორე ეტაპი: არაუგვიანეს 2026 წლის 10 იანვრისა-მეორე ნახევარი.
·
თუ საღამოს სკოლაში მათემატიკის პროგრამაზე სწავლობს 2 ან მეტი და-ძმა, ყოველ მომდევნო დედმამისშვილზე გადასახადი შეადგენს 1200 ლარს; ფიზიკის პროგრამაზე - 500 ლარს;
ფიზიკის კურსი
ფიზიკის გაკვეთილები მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება კვირაში ერთხელ სამი აკადემიური საათით, მე-8 და მე-9 კლასელებისთვის კვირაში ორჯერ ორ-ორი აკადემიური საათით (ჯამში 4 აკადემიური საათი).
ფიზიკის კურსის ღირებულება მე-7 კლასელებისთვის-540 ლარი;
მე-8 და მე-9 კლასელებისთვის-720 ლარი.
მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სკოლის სახაზინო ნგარიშზე:
ანგარიშის ნომერი. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი TRESGE 22
სახაზინო კოდი (იგივეა, რაც ანგარიშის ნომერი შაბათის სკოლისთვის) 760867499
ონლაინ ბანკით სკოლის სახაზინო ანგარიშზე გადახდის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დანიშნულება: “საღამოს სკოლის” მომსახურების გადასახადი მათემატიკაში. (შესაბამისად, ფიზიკაში) გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ინფორმაციისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11.00-დან 17.00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313; 2 396796; 568830450.
ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com
Facebook: სკოლა პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ინბოქსში).
კომაროვის სკოლა აქტიურ და საინტერესო სასწავლო წელს გპირდებათ!
გისურვებთ წარმატებას!