კომაროვის სკოლაში მე-9 კლასში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია იწყება!

კომაროვის სკოლაში მე-9 კლასში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია იწყება!

 

მისაღებ გამოცდზე რეგისტრაცია იწარმოებს 20 აგვისტოდან - 27 აგვისტოს ჩათვლით!

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე, ადგილზე - სკოლაში.

 

ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია  27 აგვისტოს ჩათვლით  შეგიძლიათ გაიაროთ (რეგისტრაცია შეწყდება 27 აგვისტოს, 18:00 საათზე).

სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 27 აგვისტოს ჩათვლით  (რეგისტრაცია შეწყდება 27 აგვისტოს 17:00 საათზე).


რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან კომაროვის სკოლის პროექტში  ,,საღამოს სკოლა“!

 

მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:

კომაროვის სკოლის მე-9 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება  - 01 სექტემბერს.

გამოცდაზე რეგისტრაცია  დაიწყება- 08:00  საათიდან.

გამოცდა დაიწყება  - 09:00  საათზე.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-391562 ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე:  gamocdebi@komarovi.edu.ge

 

მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

 

გამოცდის ფორმატიტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:

 

მე-9  კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9 კლასში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.

პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

 

მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენს საიტზე

 

საკონკურსო პირობები

 

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 17  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-17 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

 

 

რეგისტრაციის პირობები:

ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების  სკანირებული ვერსია:

 

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2024-25 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი. (შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2024-25 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“. (შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

გ)  ან  ID ბარათის,  ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა 

(ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე). (შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

 

 

ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა  - 27 აგვისტოს ჩათვლით 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 27 აგვისტოს 17:00 საათზე).

მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49.

ადგილზე რეგისტრაციის პირობა:

მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2024-25 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი. (შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2024-25 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“. (შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1  დოკუმენტირომელიცასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე). 

(შესაძლებელია წინა გამოცდის რეგისტრაციისას გამოყენებული დოკუმენტი)

 

გაითვალისწინეთ:

მათ, ვინც 2024-2025 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლის მე-8 კლასში არ სჭირდება რეგისტრაციისას წლიური ნიშნების ფურცლის და დახასიათების წარმოდგენა!

(იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ ექნება  ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი,

 ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა, სკოლის საგამოცდო გუნდი 

იტოვებს უფლებას გადაუღოს ფოტოშემდგომი იდენტიფიკაციისათვის).

 

გაითვალისწინეთ, მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

 

მოსწავლეს, რომელიც გამოცდაზე რეგისტრაციის მომენტში არ ირიცხება კომაროვის სკოლაში!

 

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე,

 თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 

2024-25 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები. 

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი  იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.

 

მოსწავლემ, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება. 

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.

 

                                          

                                           

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ