ინფორმაცია მე-7 კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით
- 01 აგვისტო, 2025
ინფორმაცია მე-7 კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით
მე-7 კლასში მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება იწყება 04 აგვისტოს და სრულდება 22 აგვისტოს.
2025 წლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შედეგად (19 ივლისის წერით) სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება 127 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში ჩაირიცხება ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მიიღო 34.7 ქულა ან მეტი.
2025 წლის შაბათის სკოლის მე-6 კლასის III მოდულის შემაჯამებელი წერით (28 ივნისის წერით) სკოლის მე-7 კლასში ჩაირიცხება საუკეთესო შედეგის მქონე 49 მოსწავლე, მოსწავლეები რომლებმაც III მოდულის შემაჯამებელ წერაზე, მიიღეს 39.2 ქულა ან მეტი.
2025-2026 სასწავლო წელს კომაროვის სკოლის მე-7 კლასში გადმოსასვლელად, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადება უნდა დაწეროთ სკოლის კანცელარიაში 4 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
განცხადების წარდგენის წესი
- განცხადება იწერება ადგილზე მშობლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.
- აუცილებელია თან იქონიოთ:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია ასლით),
- მოსწავლის პირადი ნომერი (გთხოვთ, წინასწარ ამოიწეროთ),
- ინფორმაცია მოსწავლის ამჟამინდელი სკოლის შესახებ (განცხადება დაგჭირდებათ იმ სკოლაშიც).
- განცხადების წარდგენა შეუძლია მხოლოდ მშობელს ან ოფიციალურად აღიარებულ კანონიერ წარმომადგენელს. სხვა პირები (და, ძმა, ბებია, ბაბუა და სხვ.) არ არიან უფლებამოსილნი, თუკი არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!