კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 24 ივლისს ჩატარდება!
- 23 ივლისი, 2025
შეგახსენებთ, კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 24 ივლისს ჩატარდება!
კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 24 ივლისს ჩატარდება.
გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება- 08:00 საათიდან
გამოცდა დაიწყება - 09:00 საათზე
გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათმატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).
გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:
· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, წყალი (სასურველია პლასტმასის ბოთლით).
· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლისმიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი:
პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 11 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-11 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.
გაითვალისწინეთ!
მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას
მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ
2024-25 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა
და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია
კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!