კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე!
- 07 მაისი, 2025
კომაროვის სკოლის მოსწავლეთა წარმატება ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე!
კომაროველებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2025), რომელიც ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ქალაქ სარაევოში გაიმართა, ბრინჯაოს 4 მედალი მოიპოვეს.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, გიორგი გუმბერიძე და ივა კობაიძე.
საქართველოს შერჩეული ნაკრების შემადგენლობა: გიორგი გუმბერიძე, გელა კირვალიძე, ივა კობაიძე, სანდრო ჟღენტი, ნიკოლოზ ფიცხელაური, მირზა შანიძე.
გუნდის ლიდერები: გიორგი კეკენაძე და ივანე კვიტაშვილი.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 23 ქვეყნის 24 გუნდი (143 მოსწავლე) მონაწილეობდა.
ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადაზე დააფინანსა საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს და სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!