კომაროვის სკოლა-პანსიონში შაბათის სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

15 ნოემბერს კომაროვის სკოლა-პანსიონში შაბათის სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

ოლიმპიადაში მე-6 კლასის შაბათის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ შორის გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომების მფლობელები

ასევე გამოვლინდა სამი საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლე:

I ხარისხის დიპლომი და I პრიზი გადაეცა ლევან კაკუშაძეს;

I ხარისხის დიპლომი და II პრიზი გადაეცა რიჩარდ ბარბაქაძეს;

I ხარისხის დიპლომი და III პრიზი გადაეცა მათე ინჯგიას;

პრიზიორი მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ