კომაროვის სკოლის მოსწავლე ლუკა მელაძე სწავლას სრული დაფინანსებით National University of Singapore -ში აგრძელებს!
- 01 ნოემბერი, 2024
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა მელაძე სწავლას, სრული დაფინანსებით, National University of Singapore (NUS) -ში კომპიუტერული მეცნიერებების და მათემატიკის მიმართულებით აგრძელებს.
სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (NUS) QS World University Rankings ის მიხედვით მსოფლიოში N8 საუკეთესო უნივერსიტეტია, აზიაში N1 ტექნოლოგიური უნივერსიტეტია და აქვს 30 ზე მეტი ტექნოლოგიური კვლევითი ცენტრი. ჰყავს სტუდენტები დაახლოებით 100 ქვეყნიდან.
National University of Singapore (NUS) -ში სწავლის გადასახადი 200 000$-ია.
ლუკა:
საქართველოს ნაკრების ლიდერი ინფორმატიკის ბალტიისპირეთის 30-ე საერთაშორისო (BOI 2024) ოლიმპიადაზე;
ინფორმატიკის 35-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOI 2023 )- ბრინჯაოს მედლის მფლობელი;
ჟაუტიკოვის ინფორმატიკის მე-19 საერთაშორისო ოლიმპიადაში (IzhO 2023) - ვერცხლის მედლის მფლობელი;
2023 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევ ოლიმპიადებში პირველი ადგილის მფლობელი;
Asia-Pacific Informatics Olympiad 2022 - ბრინჯაოს მედლის მფლობელი;
კომპანია Huawei-ის მიერ ორგანიზებული iRunner Challenge 2022-ში -მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა;
International Autumn Tournament in Informatics 2022, Senior Division - ბრინჯაოს მედლის მფლობელი;
2019-2021 წლებში იყო ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებული და მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიადებზე ჯუნიორების კატეგორიაში;
კომაროვის სკოლა ულოცავს ლუკას და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!