კომაროველები მარიამ ლაბაძე, ლევან მაჩიტიძე, ანი გვარამაძე და ნიკა ვანაძე სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებს!!

კომაროვის სკოლის  კურსდამთავრებულები მარიამ ლაბაძე, ლევან მაჩიტიძე, ანი გვარამაძე და ნიკა ვანაძე სწავლას სრული დაფინანსებით Bocconi University-ში აგრძელებენ. მარიამმა, ანიმ და ნიკამ International Economics and Finances მიმართულება, ხოლო ლევანმა Mathematical and Computing Sciences for Artificial Intelligence მიმართულება აირჩიეს.

 

Bocconi University იტალიაში, ქალაქ მილანში მდებარეობს და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია ევროპაში. ცნობილია თავისი აკადემიური შედეგებით, საერთაშორისო პერსპექტივითა და ძლიერი კავშირებით ბიზნეს საზოგადოებასთან. მსოფლიოში მუდმივად ხვდება Top 20-ში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას ცნობილ  კომპანიებში.

Bocconi University -ში სწავლის გადასახადი 54 000$-ია.

 

მარიამი:

ეკონომიკის Workshop-ის  ხელმძღვანელი;

Help desk -ის მოხალისე მასწავლებელი;

მათემატიკის მოხალისე მასწავლებელი;

სკოლის დისციპლინარული კომიტეტის  წევრი;

ინგლისური „დებატ-კლუბის“ თანაორგანიზატორი;

სკოლაში ჩატარებული გაეროს მოდელირების ორგანიზატორი;

ქართული Startup-ის სოციალური მედიის მენეჯერი;

„ინგლისური წიგნის კლუბის“  წევრი;

სასამართლოს მოდელირების ორგანიზატორი;

BUG talk ფემინიზმის და ფენიციზმის შესახებ ბრიტანულ უნივერსიტეტში საჯარო

მომხსენებელი;

გაეროს მოდელირების დელეგატი;

 

ლევანი:

 

ASSIST Scholar - ASSIST საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული;

The Taft School-ის მათემატიკის გუნდის წევრი;

 New England Mathematics League 2021 - 2022 (“ახალი ინგლისის მათემატიკის ლიგა 2021 - 2022") გამარჯვებული გუნდის წევრი;

American Mathematics Competition (ამერიკის ეროვნული ოლიმპიადა მათემატიკაში) მეორე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე სკოლიდან;

AP Scholar with Distinction - AP გამოცდებში წარჩინებული ასპარეზობა;

მესამე ადგილი მათემატიკური კენგურუს საერთაშორისო ოლიმპიადაში - Association Kangourou Sans Frontières;

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული;

საუკეთესო ათეულის წევრი ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ BeSafeNet-ის ოლიმპიადაში;

EducationUSA Leadership Academy-ის (EducationUSA ლიდერთა აკადემია) წევრი;

კომაროვის სკოლის ოქროს მედალოსანი მოსწავლე;

 

ანი

სხვადასხვა წლებში ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული;

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ეკონომიკაში და საერთაშორისო რაუნდზე  ვერცხლის მედალის მფლობელი;

SAT ქულა: 1530/1600. Reading 730/800 Mathematics 800/800;

სტაჟირება გაიარა Business Media Georgia(BMG) -ში;

სკოლის „ეკონომიკის“ კლუბის მასწავლებელი;

კომაროვის სკოლის ოქროს მედალოსანი მოსწავლე.

 

 

ნიკა

მსოფლიოს ეკონომიკის ოლიმპიადაზე მოხვდა საუკეთესო ოცეულში;

საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული;

ტურნირ „იდებატეს ნახევარფინალოსანი“;

„იდებატეს“ ისტორიაში მოხვდა ტოპ 20 საუკეთესოთა სიაში;

გაეროს მოდელირების საუკეთესო დელეგატი;

დებატების ფინალისტი Karl-Poper სტილით ჩატარებულ ტურნირში;

გაეროს მოდელირების დამსახურებული დელეგატი;

კომაროვის სკოლის ოქროს მედალოსანი მოსწავლე.


კომაროვის სკოლა ულოცავს მარიამს, ლევანს, ანისა და ნიკას  და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!

 

 


ზემოთ