"შაბათის სკოლაში" სწავლა იწყება!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

გილოცავთ სასაწავლო წლის დაწყებას! 

კომაროვის შაბათის სკოლაში სწავლა დაიწყება შაბათის ჯგუფებისთვის 28, ხოლო კვირის ჯგუფებისთვის—29 სექტემბერს. გთხოვთ, შესაბამის დღეს მობრძანდეთ მითითებული გრაფიკის მიხედვით:

დილის ცვლა: მე-5 და მე-6 კლასელები —  9:00-დან 9:30-მდე შუალედში.

მე-3 და მე-4 კლასელები— 9:40-დან 10:00-მდე შუალედში.

მეორე ცვლა: მე-5 და მე-6 კლასელები—13:00 დან 13:30-მდე შუალედში.

მე-3 და მე-4 კლასელები—13:40 დან 14:00-მდე შუალედში.

 მშობლები რეგისტრაციისას მითითებულ ნომრებზე ინდივიდუალურად მიიღებთ შეტყობინებას აუდიტორიის შესახებ. თუ რაიმე მიზეზით არ მოგივათ შეტყობინება, სკოლის შიდა ეზოსა და სკოლის დერეფნებში მოსწავლეებს დახვდებიან სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შესაბამის ჯგუფსა და ოთახში მიცილებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მშობლები სკოლის შიდა ტერიტორიაზე არ დაიშვებიან. ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, ნუ შეყოვნდებით სკოლის ჭიშკართან. ვინც აპირებს ავტომანქანით მოსვლას, შეიძლება შეიქმნას პარკინგისა და საცობის პრობლემა, ამიტომ, გთხოვთ, იფიქროთ, ხომ არ აჯობებს, მანქანა გააჩეროთ ან ვაჟა-ფშაველას გამზირის ახლომდებარე კვარტლებში, ან - გამზირზე. შაბათის სკოლის საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მეილზე: shabatisskola@komarovi.edu.ge

კომაროვის სკოლა ჯანმრთელობასა და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

 


ზემოთ