კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება!

შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა ხვალ, 25 ივლისს ჩატარდება.


გამოცდაზე რეგისტრაცია  დაიწყება- 07:30 საათიდან

გამოცდა დაიწყება  - 08:30 საათზე

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).


გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

  • საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).
  • აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 


მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

  • ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ბილეთში 

იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი:

პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი


საკონკურსო პირობები

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5   შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8    მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  16  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-16 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლედააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ