კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდება 20 ივლისს!
- 19 ივლისი, 2024
შეგახსენებთ რომ, კომაროვის სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში
მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდება 20 ივლისს 18:00 საათზე.
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე, ადგილზე - სკოლაში.
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებს რეგისტრაცია შეგიძლიათ დღეიდან, 29 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს, 18:00 საათზე).
სკოლაში რეგისტრაციის მსურველებს, რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა გექნებათ 1 ივლისიდან - 20 ივლისის ჩათვლით (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს 17:00 საათზე).
მისაღები გამოცდის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:
მისაღები გამოცდა მე-8 კლასში ჩატარდება - 23 ივლისს
მისაღები გამოცდა მე-9, მე-10, მე-11 კლასებში ჩატარდება - 25 ივლისს.
გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო - 07: 30 საათიდან
გამოცდის დაწყები დრო - 08:30 საათზე
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 და 557375969;
მისაღები გამოცდის ჩატარების ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.
გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-8 კლასში მისაღები მათმატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი;
პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.
ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის აგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი.
პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.
ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით, ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.
ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი
მისაღები გამოცდის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა კლასების მიხედვით იხილით ჩვენს საიტზე: https://bit.ly/3AFT1VZ
ინფორმაცია მისაღები ადგილების რაოდენობისა და საკონკურსო პირობების შესახებ იხილეთ ჩვენს საიტზე: https://rb.gy/xl1yg9
იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში ან კომაროვის სკოლის პროექტში ,,საღამოს სკოლა“ საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, მათ დაარეგისტრირებთ სკოლა. გაითვალისწინეთ „საღამოს სკოლის“ მოსწავლეს გამოცდაზე წარმოსადგენი ექნება მხოლოდ მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ID ბარათის, ან პასპორტი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი).
რეგისტრაციის პირობები:
ონლიან რეგისტრაციისას მშობელმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
ონლაინ რეგისტრაციისას, მშობელმა შესაბამის ველში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტების
სკანირებული ვერსია:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2023-24 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან ID ბარათის, ან პასპორტის, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა
(ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც, ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ადგილზე რეგისტრაციის მსურველთათვის:
რეგისტრაცია იწარმოებს სკოლაში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 01 ივლისიდან - 20 ივლისის ჩათვლით 11:00-17:00 საათებში (რეგისტრაცია შეწყდება 20 ივლისს 17:00 საათზე).
მისამართი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ოთახი N119;
ადგილზე რეგისტრაციის პირობა:
მშობელი ავსებს შესაბამის განაცხადს, რომელსაც თან უნდა დაურთოს:
ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2023-24 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.
ბ) დახასიათება სკოლიდან, სადაც აუცილებლად უნდა ეწეროს ფრაზა: „2023-24 სასწავლო წელს მოსწავლე იყო დისციპლინირებული“.
გ) ან პირადობის მოწმობის, ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა (ჩამოთვლილთაგან პირადობის დამადასტურებელი რომელიმე 1 დოკუმენტი, რომელიც,
ასევე უნდა წარმოადგინოს გამოცდაზე).
ვიმეორებთ:
მოსწავლეები, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს სწავლობდნენ კომაროვის სკოლაში, ასევე დახურეს ,,საღამოს სკოლა”, არ გადიან რეგისტრაციას, ითვლებიან რეგისტრირებულებად, შესაბამისად არ საჭიროებენ მითითებული დოკუმენტების ატვირთვას ან წარმოდგენას.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ( ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი, ან სკოლის მიერ
გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) უნდა წარმოადგინონ მხოლოდ მისაღებ გამოცდაზე.
(იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ ექნება ან ID ბარათის, ან პასპორტის ასლი,
ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა) სკოლის საგამოცდო გუნდი
იტოვებს უფლებას გადაუღოს ფოტო, შემდგომი იდენტიფიკაციისათვის.
მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:
· მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას
მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2023-24 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.
სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2023-24 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და ფიზიკის
წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.
მოსწავლემ, რომელმაც 2023–2024 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.
მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მათემატიკასა და ფიზიკაში.
მე-9, მე-10, მე-11 კლასების მისაღები გამოცდის ტესტში გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის საკითხები.
სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდების ტესტების სანახავად გადადით ბმულზე:
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!