კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 20 ივლისს ჩატარდება!

გამოცდის ჩატარების ადგილი:

 სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).

 ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

 მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

თუ გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა იქნება 900 მოსწავლეზე მეტი, მეორე საგამოცდო ცენტრი გაიხსნება კომაროვის სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას 49). ამ საგამოცდო ცენტრში მოვლენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც სკოლა დაუკავშირდება. ყველა დანარჩენი მოსწავლე გამოცდას დაწერს მთავარ საგამოცდო ცენტრში (თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ). ვიმეორებთ, თუ სკოლა არ დაგიკავშირდათ,  თქვენი საგამოცდო ცენტრი იქნება სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ) . https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

 

ტესტირებაზე ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან

ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

· საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

· აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის სტრუქტურა:

·       ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·       19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·       6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

· ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

მე-7 კლასში მისაღები გამოცდით სკოლაში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 125  მოსწავლე. 

აგრეთვე, ის მოსწავლე, რომლის ქულაც დაემთხვევა რეიტინგით 125- მოსწავლის შედეგს

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

·       მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

·       გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2023-2024  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96 ;  557375969.


იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს კომაროვის „შაბათის სკოლის“ მე-6 კლასის 

მე-3 მოდული,  საგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი ითვლებიან რეგისტრირებულად. 

ამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

ზემოთ